ლუის ენრიკე
Aa
Aa

ბარსელონასთან მატჩი, იამალი და ჰანსი ფლიკი | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

არის თუ არა ეს მატჩი ნაადრევი ფინალი?

„არა. ტურნირის ფორმატი საშუალებას გვაძლევს, ასეთი შეხვედრები ადრეულ ეტაპზე გავმართოთ. ორივე გუნდი ფავორიტებს შორისაა, მაგრამ მხოლოდ ჩვენ არ ვართ და ჩემპიონთა ლიგაზე სხვა კარგი გუნდებიც თამაშობენ“.

ასეთ მეტოქესთან მატჩისთვის მომზადებაზე

„თამაშისთვის ჩვეულებრივად ვემზადებით. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა უმაღლესი დონეა და ყველა მატჩი განსხვავებულია. როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს, „ბარსელონას“ თამაშების ყურება სიამოვნებას მანიჭებს. მათი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. ვიცით, რომ დაძაბული და რთული შეხვედრა გველოდება, რადგან მეტოქეს ბევრი უმაღლესი დონის ინდივიდუალისტი ჰყავს. „ბარსელონა“ ძლიერი გუნდია და ასეთ დონეზე განსხვავებას პატარა დეტალები ქმნის. ჩვენს თავზე და იმაზე ვართ ფოკუსირებული, რის გაკეთებაც შეგვიძლია“.

ლამინ იამალის წინააღმდეგ დაცვაში თამაშზე ნუნუ მენდეშის გარეშე

„ლამინ იამალის წინააღმდეგ თავდაცვის საუკეთესო საშუალება ბურთის კონტროლია. ეს ჩვენი იდეალური სცენარია, თუმცა რეალობაში ასე ვერ იქნება, რადგან ვიცით, რამდენად რთულია „ბარსას“ წინააღმდეგ თამაში. მიუხედავად ამისა, ბოლომდე კონცენტრირებული ვართ. ეს გამოწვევა ერთიანად, როგორც გუნდმა, ისე უნდა გადავლახოთ“.

„ბარსელონას“ დნმ-სა და ჰანსი ფლიკზე

„კატალონიასთან და „ბარსელონასთან“ ძალიან ახლო კავშირი მაქვს, თუმცა ახლა „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ვარ. თავდაპირველად, „ბარსას“ წინააღმდეგ თამაში მიჭირდა, თუმცა ამას უკვე შევეჩვიე. „ბარსელონას“ უმაღლესი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს და ბრწყინვალე ღირებულებების მქონე გუნდია. მიუხედავად ამისა, ხვალ გამარჯვება მინდა იმ გუნდთან, რომელმაც ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. ჰანსი ფლიკი წინა მწვრთნელების შედეგებს აუმჯობესებს. მისი ხასიათი, ფეხბურთის აღქმის მისი სტილი... ეს ყველაზე მეტად შეესაბამება „ბარსას“ დნმ-ს“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ საშინაო კედლებში იასპარეზებს და მატჩი 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ასეთი ძალით ილიაც ვერ ჩაარტყამდა“ | არდას ეპიზოდი, უკმაყოფილო სევილია და ჟოზეს პასუხი
    „ასეთი ძალით ილიაც ვერ ჩაარტყამდა“ | არდას ეპიზოდი, უკმაყოფილო სევილია და ჟოზეს პასუხი