სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება, ჯინობილის ჰგავს“ | ლეიკერსის ლეგენდა მამუს აქებს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ პრესეზონი დაასრულა და სანდრო მამუკელაშვილმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. „მამუს“ თამაშით „ლეიკერსის“ ლეგენდარული კალათბურთელი, ჯეიმს უორთიც მოხიბლული დარჩა და 27 წლის ქართველი მანუ ჯინობილის შეადარა.

„მისი სათამაშო სტილი ოდნავ მანუ ჯინობილის სათამაშო სტილს წააგავს — ცაციაა, არაპროგნოზირებადი, არასტანდარტული მოძრაობები აქვს და სამწამიანში შესვლა, სროლის შექმნა და სწრაფი შეტევის დაწყება შეუძლია. რკინასავით მაგარია.

ვფიქრობ, ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება. ვიცოდი, რომ უნარები ჰქონდა, მაგრამ იმან, რაც ამ მოკლე პერიოდში გვაჩვენა, დაამტკიცა, რომ საკმაოდ სოლიდური და მაღალი დონის კალათბურთელია“.

ცნობისთვის, უორთიმ მთელი კარიერა „ლეიკერსის“ რიგებში გაატარა და NBA-ის სამგზის ჩემპიონია. 1988 წელს მან ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო დაისაკუთრა და ყველა ვარსკვლავის მატჩის 7-გზის მონაწილეა. „ლეიკერსს“ მისი 42 ნომერი ხმარებიდან ამოღებული აქვს.

რაც შეეხება სანდროს, მამუკელაშვილმა პრესეზონის შეხვედრებში 8, 15, 19, 10 და 15 ქულა ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი რეგულარული სეზონის პირველ მატჩს 22 ოქტომბერს, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს ჩემთვის განსაკუთრებული იქნებოდა“ - ვოლკანოვსკი თოფურიასთან ერთობლივ პროექტზე
    „ეს ჩემთვის განსაკუთრებული იქნებოდა“ - ვოლკანოვსკი თოფურიასთან ერთობლივ პროექტზე