მაურიდესის საოცარი გოლი | დინამო ბათუმმა სამგურალი დამაჯერებლად დაამარცხა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „დინამო ბათუმმა“ შინ წყალტუბოს „სამგურალი“ 3:0 დაამარცხა.
23-ე წუთზე დმიტრი მანდრიჩენკოს საგოლე პასით პაულო ვიტორმა ანგარიში გახსნა. 65-ე წუთზე მაურიდესის საოცარი გოლით სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა — 32 წლის ბრაზილიელმა ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა. 74-ე წუთზე ლევან შენგელიამ შეაგდო.
მაურიდესი, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, აჭარულ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 4 გოლია.
მიმდინარეობს განახლება
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს