დინამომ ნინუას დუბლით მოიგო | ფრე სპაერი-გაგრას მატჩში
Crystalbet ეროვნული ლიგის 30-ე ტური „სპაერისა“ და „გაგრას“ მატჩით გაიხსნა. პლეი-აუტის ზონაში მყოფი ორი გუნდის მატჩში მცირე სათამაშო უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ, თუმცა შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0.
კიდევ ერთ შეხვედრაში ერთმანეთს „რუსთავი“ და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ. 35-ე წუთზე პრინს ოსეიმ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, „დინამომ“ კი პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც უშეცდომოდ ნიკა ნინუამ შეასრულა. მეორე ტაიმში მანვე „დინამოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა - ამჯერად ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით - 2:0 და თემურ ქეცბაიას გუნდი სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
ხვალ Crystalbet ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართება: „მეშახტე“ „დილას“ მიიღებს, „სამგურალი“ კი ბათუმის „დინამოს“ ესტუმრება, კვირას კი 30-ე ტურის პროგრამას „იბერია 1999“-ისა და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი დახურავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს