ასისტი და გამარჯვების გოლი | ვოლკოვის მაგარი მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეცხრე ტურში დავით ვოლკოვის „ზირა“ „სუმქაიითს“ დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
ვოლკოვმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 21-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი პასით გუიმამ გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. „ზირამ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა — მეტოქემ 39-ე და 56-ე წუთებზე გატანილი გოლებით წონასწორობა აღადგინა — 2:2.
„ზირას“ სამი ქულა ქართველმა თავდამსხმელმა მოუტანა. 83-ე წუთზე ვოლკოვმა ალიევის ჩაწოდებით ისარგებლა და თავური დარტყმით შეაგდო. მიმდინარე სეზონში ეს მისი მეორე გოლია — აქამდე მას „ნეფთჩის“ კარში ჰქონდა გატანილი.
ცნობისთვის, „ზირას“ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს. ვოლკოვის გუნდი ლიდერ „საბაჰს“ 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა მასზე ორით მეტი მატჩი აქვს გამართული. „ზირას“ მომდევნო მეტოქე „არაზია“, რომელსაც 31 ოქტომბერს დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს