ცარუკიანმა პრესკონფერენციაზე იჩხუბა | მიზეზი ჩიმაევს უკავშირდება
არმან ცარუკიანი RAF-ის ეგიდით მომდევნო შეხვედრას მოახლოებულ უქმეებზე გამართავს. RAF 14-ის მთავარ მოვლენაში სომეხი მებრძოლი დილონ დენისს დაუპირისპირდება. ამ ღონისძიებაზე ცარუკიანის მეგობარი, ხამზატ ჩიმაევიც გამოვა.
RAF 14-მდე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ცარუკიანი და დენისი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდნენ, როდესაც ერთ-ერთმა დენისს სთხოვა, ეჩვენებინა, თუ რა ნახატი ჰქონდა მაისურზე.
„ჩემს მაისურზე წერია: „ხამზატი ჩემი ძუკნაა“, და თან ახლავს მისი ფოტო, რომელზეც უწვეროდაა გამოსახული“, — განაცხადა დილონმა, რის შემდეგაც ცარუკიანი მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. არმანი ჩიმაევის ახლო მეგობარია და დენისისგან მისი შეურაცხყოფა ვერ მოითმინა.
„არ ვიცი, რა მოხდა. ეს ბიჭი ძალიან ბევრ საშინელებას ამბობს. მას ჩხუბიც კი არ უნდა. როდესაც სცენაზე ჩხუბი დაიწყო, ის, გოგოსავით, საკუთარ სახეს იცავდა“, — აღნიშნა ჩიმაევმა.
ცნობისთვის, ცარუკიანის გარდა, RAF 14-ზე ხამზატიც იასპარეზებს. ჩიმაევის მეტოქე რობი ლოულერი გახლავთ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს