ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ბრწყინვალე პიროვნება, ფანტასტიკური მენტალიტეტით“ | სენტ-ეტიენის მწვრთნელი ზურიკოზე

„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, იან კათრომ პრესკონფერენციაზე ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. „მწვანეების“ დამრიგებელმა ქართველი შემტევი შეაქო და მას ბრწყინვალე პიროვნება უწოდა, ფანტასტიკური მენტალიტეტით.

„სანაკრებო პაუზის შემდეგ ზურიკო ავად იყო, რაც, ალბათ, სათამაშო დროის დაკარგვად დაუჯდა. შემიძლია ბოლო შეხვედრაზე ვისაუბრო: მან დაცვაში ბრწყინვალე სამუშაო გასწია და მაღალი ინტენსივობით გამოირჩეოდა, რასაც ვაფასებ.

როდესაც კონკრეტულ დონეს აღწევ, არის შანსი, სხვადასხვა ინსტრუქციასთან ადაპტირება გაგიჭირდეს. პოზიტიური შედეგისთვის საჭიროა, კარგ ადამიანთან იმუშაო და ზურიკო სწორედ ასეთია. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ბრწყინვალე პიროვნებაა, ფანტასტიკური მენტალიტეტით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისნაირი ხარისხის მქონე ფეხბურთელთან მუშაობის საშუალება მაქვს. იღბლიანები ვართ, რომ ჩვენს გუნდშია“.

ცნობისთვის, 9 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის ლიდერია და 22 ქულა აქვს. „მწვანეები“ მეორეადგილოსან „მონპელიეს“ 4 ქულით უსწრებენ და მომდევნო შეხვედრა 24 ოქტომბერს, „ნანტის“ წინააღმდეგ ელით.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    The Athletic-მა ოქროს ბურთის გამოკითხვა ჩაატარა | რომელ ადგილზე გავიდა კვარაცხელია
    The Athletic-მა ოქროს ბურთის გამოკითხვა ჩაატარა | რომელ ადგილზე გავიდა კვარაცხელია