წიტაიშვილმა ცვლილებაზე ითამაშა - რაიო ვალეკანო შინ ელჩესთან დამარცხდა
ლა ლიგა 2-ის მეათე ტურში გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანომ“ „ელჩეს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
წიტაიშვილი სათადარიგო იყო და თამაშში მეორე ტაიმის სტარტზე ჩაერთო, თუმცა მას, ისევე როგორც მთელ გუნდს შეტევაში სიმწვავე აკლდა. Sofascore-მა წიტაიშვილის თამაში 6.7 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 2 შეხება ბურთთან 5-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, 3 დარტყმა, 2 დაბლოკილი დარტყმა, 13-დან 12 ზუსტი პასი (92%), 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი.
წიტაიშვილის გამორჩეული მომენტები
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში 23-ე წუთზე ფედერიკო რედონდომ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. 36-ე წუთზე „ელჩემ“ კიდევ ერთი 11-მეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზუსტად ფერნანდო ნინიომ შეასრულა.
39-ე წუთზე პენალტი „ელჩეს“ კარშიც დაინიშნა, თუმცა პათე სისმა ბურთი ხარიხას გაარტყა. 68-ე წუთზე გერმან ვალერამ სტუმართა მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
10 მატჩის შემდეგ „რაიოს“ 9 ქულა აქვს. წიტაიშვილის გუნდი მე-16 ადგილზეა და 28 ოქტომბერს სამეფო თასზე „რეკრეატივოს“ ესტუმრება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს