ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

კაკაბაძის საგოლე პასი - კრაკოვია პიასტთან დამარცხდა

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების 31 წლის მარჯვენა მცველმა „პიასტთან“ საგარეო შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა, თუმცა სამწუხაროდ „კრაკოვიას“ მისი შედეგიანი მოქმედება ვერაფერში დაეხმარა და 1:3 დამარცხდა.

ოთარი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე კაროლ კნაპმა მარჯვენა ფლანგიდან მისი კარგი გადაცემის შემდეგ სხვაობა შეამცირა. 90 წუთის განმავლობაში კაკაბაძემ კარისკენ ორჯერ დაარტყა, საიდანაც ერთი დაუბლოკეს. შექმნა ერთი რეალური შანსი, შეასრულა ერთი საკვანძო გადაცემა და პასები 90-პროცენტიანი (39-დან 25) სიზუსტით გააკეთა. ქართველი უკანახაზელი ბურთს 60-ჯერ შეეხო, ორჯერ დაჯარიმდა, ბურთიანად წინ 15-ჯერ გადაადგილდა, სახიფათო მომენტი 3-ჯერ განმუხტა და ხუთიდან სამი ორთაბრძოლა მოიგო.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ძირითად შემადგენლობაში ცხრა შემთხვევაში მოხვდა და მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გოგლიჩიძის სრული მატჩი | მონცამ სამი გოლი გაუშვა და ტორინოსთან წააგო
    გოგლიჩიძის სრული მატჩი | მონცამ სამი გოლი გაუშვა და ტორინოსთან წააგო