ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

ყაზაიშვილი საოცარ ფორმაშია - დუბლი და ასისტი ზედიზედ მეორე ტურში

ვაკო ყაზაიშვილი მართლაც საოცარ ფორმაშია და ამას ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ყოველ ტურში ამტკიცებს - „შანდონგ ტაიშანის“ 33 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ, სრულიად დამსახურებულად დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და ათბალიანი სისტემით 9.8 მეათედი შეფასება მიიღო.

წინა ტურში „ზეიჟანგთან“ (5:0) მოპოვებული იოლი საშინაო გამარჯვების შემდეგ, ამჯერად „შანდონგს“ სამი ქულის აღება გაუჭირდა და როდესაც გაუჭირდა, მაშინ გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ვაკომ თქვა. 67-ე წუთამდე „ტაიშანი“ სტუმრად „ვუჰანს“ ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა და ვაკოს ანგარიშზე ერთი ასისტი იყო, თუმცა კადისმა რვაწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანა და ანგარიში 3:3 გახდა. თითქოს „შანდონგს“ ქულები უნდა დაეკარგა, თუმცა ყაზაიშვილმა ჯერ 83-ე წუთზე კრიზანთან გათამაშებული ბრწყინვალე კომბინაცია იდეალურად დაასრულა, ხოლო არბიტრის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში, 3:5 დააფიქსირა.

ცნობისათვის, ჩინეთის სუპერლიგის დასრულებამდე ერთუ ტურით ადრე, „შანდონგ ტაიშანი“ 44 ქულით მეოთხე ადგილზეა. რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, ყველა ტურნირზე გუნდის არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია, 31-ჯერ ითამაშა, საიდანაც 30 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და თავი 10 გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    აბუაშვილის ორი საგოლე მომენტი - მეცი დანკერკს დაუზავდა
    აბუაშვილის ორი საგოლე მომენტი - მეცი დანკერკს დაუზავდა