ვენსან კომპანი
Aa
Aa

გერმანული პრესა | ვენსან კომპანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი, ვენსან კომპანი საავადმყოფოში იმყოფება. BILD-ისა და Sky Sport DE-ს ინფორმაციით, „რეკორდმაისტერის“ დამრიგებელმა დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გონება დაკარგა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

40 წლის კომპანი ვირუსულ ინფექციას ებრძვის, რამაც გავრცელებული ინფორმაციით, ძველი ნაიარევი ქსოვილის პრობლემები გამოიწვია. ბელგიელ სპეციალისტს მენჯები აწუხებს და კიბეებზე ასვლაც უჭირს.

„ბაიერნს“ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. არც კომპანის მდგომარეობის შესახებ დაწერილა რამე სიახლე. BILD-მა გვაცნობა, რომ დღეს, „რეკორდმაისტერის“ საწვრთნელ ბაზაზე ვერტმფრენიც დაეშვა, რათა საჭიროების შემთხვევაში, კომპანი საავადმყოფოში უსწრაფესად გადაეყვანათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    იბერიამ საქართველოს 4-გუნდიანი კვოტა დაუბრუნა | ჩრდ. ირლანდიას გავუსწარით
    იბერიამ საქართველოს 4-გუნდიანი კვოტა დაუბრუნა | ჩრდ. ირლანდიას გავუსწარით