ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ფეხბურთისთვის ეს დიდი დანაკლისია“ - ტროი დინი ხვიჩას ტრავმაზე

CBS Sports-ის ექსპერტმა, ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ტროი დინიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა.

„ფეხბურთისთვის ეს დიდი დანაკლისია. ხვიჩა ახალი არქეტიპია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მარცხენა ნახევარმცველი. ის ბევრს მუშაობს დაცვაში და გუნდს ენერგიას აძლევს. სხვები ხედავენ, რომ კვარა დარბის და მისგან იღებენ მაგალითს.

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ეს დიდი დანაკლისი იქნება, იმიტომ რომ ამ გუნდისთვის ნახევარფინალი კარგი შედეგი არაა - მათ მხოლოდ ჩემპიონობა სურთ.

რომ დავუბრუნდეთ შარშანდელ ფინალს, ხვიჩამ მოიპოვა პენალტი „არსენალთან“. მოიგებდა თუ არა პსჟ ფინალს მის გარეშე? არა მგონია.

დემბელეს ტრავმის შემთხვევაში არსებობს ფერან ტორესი, მაგრამ დუესა და კვარაცხელიას შემცვლელი არ ჰყავთ. ეს იგივეა, რაც „ბარსელონა“ რაფინიას გარეშე - ძალიან კარგი გუნდი, მაგრამ არა დიდებული. ახლა პსჟ-ს მეტოქეების მწვრთნელები მხოლოდ დუეს განეიტრალებაზე იფიქრებენ“.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მესამე ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ - „ბარსელონას“ მატჩის 57-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება და წინასწარი ვარაუდით, სარეაბილიტაციო პროცესი 7-დან 9 თვემდე გასტანს, რაც სამწუხაროდ იმას ნიშნავს, რომ 25 წლის ქართველი ვარსკვლავისთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „უფრო ძლიერი დაგვიბრუნდი“ - ისლამმა ხვიჩა გაამხნევა
    „უფრო ძლიერი დაგვიბრუნდი“ - ისლამმა ხვიჩა გაამხნევა