იბერია 1999
Aa
Aa

სუპერკომპიუტერის პროგნოზი | იბერია 1999-ის შანსები ორი ტურის შემდეგ

კონფერენს ლიგის მეორე ტურში „იბერია 1999“ საკუთარ მოედანზე შვედურ „მიალბის“ დაუზავდა. მეორე ტურის მატჩების შემდეგ Football Meets Data-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის განახლებული პროგნოზი გაგვიზიარა.

თბილისურ გუნდს საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრის 0.1%-ზე დაბალი შანსი აქვს, ხოლო იმის ალბათობა, რომ „წითელი არწივები“ პლეიოფში გასვლას შეძლებენ, 6 პროცენტია.

Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, „იბერია 1999“ ჯგუფურ ეტაპზე 3 ქულას დააგროვებს და სატურნირო ცხრილში , ანტონ თოლორდავას „კაუნასთან“ ერთად 32-33 პოზიციებს დაიკავებს.

ტურნირის ფავორიტად „მონაკო“ ითვლება, ტოპ 8-ში მოხვედრის საუკეთესო შანსები აქვთ „ლუგანოსა“ და „კოპენჰაგენსაც“.

Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, საბა საზონოვის „ხეტაფე“ ლიგის ფაზას 22-ე ადგილზე, ლევან თანდილაშვილის „ეგნატია“ – 23-ე ადგილზე, ხოლო ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცი“ - 26-ე ადგილზე დაასრულებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გულშემატკივარი დიდი ძალაა, რომელიც დაგვაკლდა | იბერიის ფეხბურთელების კომენტარები
    გულშემატკივარი დიდი ძალაა, რომელიც დაგვაკლდა | იბერიის ფეხბურთელების კომენტარები