The Athletic-მა ოქროს ბურთის გამოკითხვა ჩაატარა | რომელ ადგილზე გავიდა კვარაცხელია
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Athletic-მა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვა ჩაატარა. The Athletic-მა ფეხბურთში მოღვაწე 100 ადამიანს „ოქროს ბურთზე“ ნომინირებული 30 ფეხბურთელისგან ტოპ 10-ის შედგენა სთხოვა.
გამოკითხულთა შორის ფეხბურთელები, მწვრთნელები, სპორტული დირექტორები, სკაუტები, პრეზიდენტები და კლუბების მენეჯმენტში ჩართული სხვა პირები არიან. თითოეული მათგანის ტოპ 10-ში პირველ ადგილზე გასულმა ფეხბურთელმა 15 ქულა მიიღო, მეორეზე გასულმა — 12, მესამეზე გასულმა — 10 (შემდეგ 8, 7, 5, 4, 3, 2 და 1) და საბოლოო რეიტინგი შედგა.
The Athletic-ის გამოკითხვის შედეგად პირველი პოზიცია ჰარი კეინმა დაიკავა, რომელმაც 1103 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე 991 ქულით ლამინ იამალი გავიდა. მესამე პოზიციაზე 728 ქულით კილიან მბაპეს ვხედავთ, მის შემდეგ კი მაიკლ ოლისე (646 ქულა) და ლიონელ მესი (498) იმყოფებიან.
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მეშვიდე ადგილზე გავიდა. „კვარამ“ 401 ქულა დააგროვა და ზემოთ ჩამოთვლილი ხუთეულის გარდა როდრისაც ჩამორჩა. მის შემდეგ ერლინგ ჰოლანდი (353), უსმან დემბელე (320) და ჯუდ ბელინგემი (292) მოდიან.
ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება. ბუკმეკერების მიხედვით, მთავარი ფავორიტი ჰარი კეინია, რომელსაც პრესტიჟული ჯილდოს მოგების 78-პროცენტიანი შანსი აქვს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს