საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, BILETEBI.GE-ზე დაიწყება და 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა 30 ევროს ეკვივალენტი ლარში. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.

ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელის შესახებ შემდეგი მონაცემების მითითებაა სავალდებულო:

  • სახელი და გვარი ლათინური ასოებით;
  • დაბადების თარიღი და ადგილი;
  • პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი.

მნიშვნელოვანია, რომ შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად ემთხვეოდეს ბილეთის მფლობელის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ მონაცემებს.

შეძენილი ბილეთები მომხმარებლებს BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მატჩამდე ორი დღით ადრე გაეგზავნებათ.

სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დაბრუნების ვადები, რეციდივის ალბათობა და ტრავმის მიზეზები - ნაკრების ექიმი კვარაზე
    დაბრუნების ვადები, რეციდივის ალბათობა და ტრავმის მიზეზები - ნაკრების ექიმი კვარაზე