„მჯერა, უფრო ძლიერი დაბრუნდება“ - ხვიჩა ყოფილმა მწვრთნელმა გაამხნევა
მოსკოვის „ლოკომოტივში“, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველი შემტევის ტრავმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდება.
რას ამბობს სიომინი:
„სამწუხაროდ, ტრავმები ამ პროფესიის ნაწილია. ასეთ დონეზე თამაშისას ყოველი მატჩის წინ დიდი კითხვაა: დაბრუნდები ამ თამაშის შემდეგ დაზიანების გარეშე, თუ მასთან ერთად. აქ ასეთი რამ მოხდა. ვფიქრობ, ხვიჩა ამას გადაიტანს, ოპერაციას გაიკეთებს და კიდევ უფრო ძლიერი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, ბარსელონას წინააღმდეგ უმძიმესი ტრავმა მიიღო. ქართველმა შემტევმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. უახლოეს დღეებში ხვიჩას ოპერაცია ჩაუტარდება, სარეაბილიტაციო პროცესს კი 7-9 თვე დასჭირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს