იური ტაბატაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, კადისი
Aa
Aa

საკადრო ცვლილებები კადისში - ქართველების გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ესპანურმა „კადისმა“, რომლის ღირსებასაც გიორგი გოჩოლეიშვილი და იური ტაბატაძე იცავენ, სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ მწვრთნელის შეცვლის გადაწყეტილება მიიღო.

ალბერტ სელადესს, რომელმაც გუნდი აგვისტოში ჩაიბარა, კარისკენ მიუთითეს, მის ნაცვლად კი გუნდი ბორხა ხიმენესმა ჩაიბარა.

41 წლის ხიმენესი სამწვრთნელო საქმიანობას 2006 წლიდან ეწევა და სხვადასხვა დროს „მირანდესში“, „კარტახენაში“, „დეპორტივოში“, „ლეგანესში“ და ხიხონის „სპორტინგში“ უმუშავია.

ხიმენესის ხელმძღვანელობით „კადისი“ პირველ მატჩს 25 ოქტომბერს „სეუტას“ წინააღმდეგ გამართავს. გოჩოლეიშვილი და ტაბატაძე ტრავმირებულები არიან და ამ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარებიან.

აქვე გეტყვით, რომ 10 ტურის შემდეგ „კადისის“ ანგარიშზე მხოლოდ 7 ქულაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ფეხბურთისთვის ეს დიდი დანაკლისია“ - ტროი დინი ხვიჩას ტრავმაზე
    „ფეხბურთისთვის ეს დიდი დანაკლისია“ - ტროი დინი ხვიჩას ტრავმაზე