ჟოზე მოურინიო, ლუიშ ფიგუ
Aa
Aa

ფიგუ: მოურინიოს შეეძლო ბარსაში შესანიშნავი მწვრთნელი გამხდარიყო

„ბარსელონასა“ და „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი, ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიო „ბლაუგრანასთვის“ კარგი მწვრთნელი იქნებოდა.

„მასზე ჯერ კიდევ მანამდე საუბრობდნენ, სანამ ამ პოსტზე გუარდიოლას დანიშნავდნენ. სავარაუდოდ, ეს იმით იყო განპირობებული, რომ მასში „ბარსას“ ხელმძღვანელობისთვის აუცილებელ თვისებებს ხედავდნენ.

შესაძლოა, იმ დროს, როდესაც ჩვენ იქ ერთად ვიყავით, მას გამოცდილება აკლდა, მაგრამ დროთა განმავლობაში - მისი ყველა შემდგომი გამარჯვების გათვალისწინებით - ის, უდავოდ, შეძლებდა „ბარსელონას“ შესანიშნავი მწვრთნელი გამხდარიყო, რადგან ყველა აუცილებელ უნარსა და ცოდნას ფლობდა.

ის რომ დაბრუნებულიყო, კლუბის ფილოსოფიას მშვენივრად გაიგებდა და გუნდიც კარგად ეცოდინებოდა...“

- განაცხადა ფიგუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი კატალონიურ კლუბში მწვრთნელის ასისტენტად 1996-დან 2000 წლამდე მუშაობდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები