იბერია 1999
Aa
Aa

„იმედგაცრუებული ვართ“ | რა თქვა მიალბის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ

უეფას კონფერენს ლიგის მეორე ტურში „იბერია 1999“ „მიხეილ მესხზე“ „მიალბის“ დაუპირისპირდა. Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო და 89-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა — 1:1.

მატჩის შემდეგ შვედური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეას ბრენსტრომმა კომენტარი გააკეთა: „იბერია 1999“ ბურთით კარგად თამაშობდა. ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და მათ წინააღმდეგ პრესინგის თამაში რთული იყო, რადგან მათი ორი ცენტრალური ნახევარმცველი თითქმის ყველგან იყო და ბურთით კარგად მოქმედებდა.

პირველ ტაიმში გაგვიჭირდა და პრობლემები გვქონდა. მეორე ტაიმი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ პირველივე ჯერზე, როდესაც ჩვენს საჯარიმო მოედანზე შევიდნენ, პენალტი მოიპოვეს. დაცვაში კარგად ითამაშეს, ჩვენ კი ვცდილობდით, გოლი გაგვეტანა. ბევრი დარტყმა გვქონდა და, როგორც იქნა, გავიტანეთ. ბოლო წამებზეც გვქონდა მომენტი და იმედგაცრუებული ვართ, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება ხოლმე“.

ცნობისთვის, „იბერია 1999“-ის მხრიდან გოლი გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, სტუმრებმა კი 89-ე წუთზე გაათანაბრეს. ქართულ კლუბს ორი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრა „კოპენჰაგენის“ წინააღმდეგ ელის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „შეგჭამ!“ | რა უთხრა მერაბმა იანს პირისპირ დგომისას
    „შეგჭამ!“ | რა უთხრა მერაბმა იანს პირისპირ დგომისას