დინამო თბილისი, მათე ვაწაძე, ნიკა ნინუა, სპაერი, ქუთაისის ტორპედო, რუსთავი, ჟან სოუზა დე ალმეიდა
Aa
Aa

დინამოს იღბლიანი დაბრუნება - რუსთავი პოზიციებს არ თმობს

გუშინ დაწყებული Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტური დღეს ორი შეხვედრით გაგრძელდა და ორივეში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. სხვა დროს და სხვა ვითარებაში, „რუსთავის“ მიერ სტუმრად „ტორპედოსთან“ მოპოვებული გამარჯვება სენსაციად აღიქმებოდა, მაგრამ ახლა ქუთაისის კლუბი იმდენად კრიზისულ სიტუაციაშია, ქვემო ქართლელების უპირატესობა და გამარჯვება გასაკვირი არავისთვის ყოფილა. სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი და სამი ქულის მომტანი ბურთი ჟან სოუზა დე ალმეიდას ანგარიშზე იყო, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ტორპედოს“ ოთხი მატჩიდან სამში გოლი გაუტანა.

სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ „რუსთავს“ კვალში „დინამო თბილისი“ უდგას, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საშინაო თამაში ისევ „დინამო არენაზე“ ჩაატარა და დაბრუნება იღბლიანი გამოდგა - თემურ ქეცბაიას შეგირდებმა „სპაერს“ 3:1 აჯობეს. მასპინძლების რიგებში გოლი და საგოლე პასი ბერძენი მარიოს პურზიტიდისის ანგარიშზეა, ხოლო მათე ვაწაძემ საგოლე ალღო კიდევ ერთხელ გამოავლინა, თუმცა ვეტერან ფორვარდს გატანაში „სპაერის“ სათადარიგო მეკარის, ნიკოლოზ ჩომახიძის შეცდომა დაეხმარა, რომელმაც ტრავმირებული ბუხუტი ფუტკარაძე შეცვალა.

ცნობისათვის, 29 ტურის შემდეგ დაგროვებული 53 ქულით Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას „დინამო ბათუმი“ ლიდერობს, რომელიც მეორეზე მყოფ „რუსთავს“ - 1, ხოლო მესამედგილოსან „დინამო თბილისს“ 2 ქულით უსწრებს. მეოთხე პოზიციაზე მყოფ „იბერია 1999“-ს 49 ქულა აქვს, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს, რომელსაც ხვალ გორში „დილასთან“ ჩაატარებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სპაერმა მე-100 წუთზე გაათანაბრა | 6-გოლიანი თრილერი ტორპედოსთან
    სპაერმა მე-100 წუთზე გაათანაბრა | 6-გოლიანი თრილერი ტორპედოსთან