მე-7 საგოლე მოქმედება სეზონში | ბუბუტეიშვილის გოლი სლოვაკეთში
სლოვაკეთის რანგით მეორე ლიგის მე-13 ტურში „ინტერ ბრატისლავასა’’ და „შამორინის’’ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ლუკა ბუბუტეიშვილმა შეაგდო და მისი გოლით ანგარიში გათანაბრდა - 1:1. მისი დატყმისას ასხლეტვა იყო.
„შამორინმა’’ 13 მატჩი ჩაატარა, 29 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულაა „პეტრჟალკას’’ აქტივში, თუმცა „პეტრჟალკამ’’ ჯერ 12 მატჩი ჩაატარა. პირველადგილოსანი უმაღლეს ლიგაში აღზევდება, მეორეადგილოსანი ელიტაში თამაშის უფლების მოპოვებას ფლეი-ოფის გზით ეცდება.
20 წლის ქართველი შემტევი შესანიშნავ სეზონს ატარებს, ბუბუტეიშვილმა „შამორინის’’ რიგებში ჩემპიონატის ათ მატჩში 5 საგოლე მოქმედება დააგროვა: 2 გოლი და 3 საგოლე პასი. ასევე, სლოვაკეთის თასის სამ მატჩში (212 წუთი) მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასია. საერთო ჯამში, ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით 13 მატჩში 7 საგოლე მოქმედება დააგროვა (3 გოლი და 4 საგოლე პასი).
1,85 მ. სიმაღლის შემტევ ნახევარმცველს „დინამო თბილისის'' აკადემიაში, „დინამო თბილისის'' პირველ გუნდსა და სართიჭალას „შტურმში'' უთამაშია.
„შამორინში'' ბუბუტეიშვილის თანაგუნდელი ლევან ხოზრევანიძეა, ამპლუით ფორვარდი მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ზის.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს