„ასეთ მატჩებში სწორი მენტალიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია“ - ენრიკე
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „სტრასბურგთან“ მოგებული მატჩი შეაფასა (3:1).
ლუის ენრიკე:
„სტრასბურგი, ლანსი, ლილი - ამ გუნდებთან გასვლაზე თამაში მარტივი არაა. ჩვენთან მატჩებში მათ განსაკუთრებული მოტივაცია აქვთ, რაც ჩვენს ფეხბურთელებს პრობლემებს უქმნის, თუმცა მე კმაყოფილი ვარ.
რთულ მატჩს ველოდებოდით, მაგრამ კარგად დავიწყეთ, მხოლოდ გოლი გვაკლდა, შემდეგ კი მეტოქემ გაგვიტანა. ამის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა დავკარგეთ და პირველი ტაიმი ცუდად დავასრულეთ.
ვფიქრობ, მეორე ტაიმში მატჩის გაკონტროლება შევძელით, ცვლილებები გავაკეთეთ და მოვიგეთ, რასაც სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელების ოსტატობას უნდა ვუმადლოდეთ. ასეთ მატჩებში მენტალიტეტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ყველა ტურნირის მოგება გვინდა, ამისთვის კი მზად უნდა ვიყოთ კონკურენციისთვის - ნებისმიერ მატჩში. გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია, რაც სეზონის ამ ეტაპზე სავსებით ნორმალურია“.
ლიგა 1-ის მე-7 ტურში, „სტრასბურგთან’’ გასვლით მატჩში, პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნა. „სტრასბურგი'' 1:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა თამაში შემოატრიალეს - 1:3.
პსჟ 14 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა პირველადგილოსან „მონაკოს“ აქტივშიც ამდენივე ქულაა, მათ კი პსჟ-სთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს