„მისი ვნება და განვლილი გზა დიდ პატივისცემას იმსახურებს“ - ხვიჩას ყოფილი გუნდელი
ყაზანის „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდელმა ოლეგ შატოვმა, ქართველი ფეხბურთელის ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა.
„ის ბაზაზე ცხოვრობდა და ბოლო ექვსი თვე მეც ბაზაზე ვცხოვრობდი... ერთხელაც მოვედი, ვიღდგენ ძალებს, ვვარჯიშობ, შემდეგ ვისვენებ, ფანჯარაში ვიყურები - და ვხედავ, რომ მოედანზე ბურთი დაფრინავს. ვფიქრობ: „ვინ არის მანდ? ვარჯიში დიდი ხანია დასრულდა, უკვე ყველას დაძინების დროა“. გავდივარ, ვფიქრობ: „მოდი, გავივლი, ვნახავ“. და რას ვხედავ - ხვიჩა საფეხბურთო მოედანზეა.
მისი ვნება, ფეხბურთისადმი სიყვარული... მას ყოველთვის სურდა ბურთთან მუშაობის გაუმჯობესება, ყოველდღე მოედანზე რჩებოდა ვარჯიშის წინ და მის შემდეგაც.
ამან მიგვიყვანა იქამდე, რასაც ვხედავთ: ადამიანმა ყველაფერი გაიღო ფეხბურთისთვის, საყვარელი თამაშისთვის. მისი განვლილი გზა ჯერ „ლოკომოტივში“, „რუბინში“, შემდეგ „პსჟ“-ში და ეროვნულ ნაკრებში დიდ პატივისცემას იმსახურებს. ის ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“,
- თქვა შატოვმა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს