მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, სონგ იადონგი
Aa
Aa

„მან მზადება უკვე უნდა დაიწყოს“ - ვინ იქნება იანის შემდეგ? მერაბის პასუხი

მიუხედავად პიოტრ იანთან მომავალი სატიტულო ბრძოლის შედეგისა, მერაბ დვალიშვილმა იცის, ვინ იქნება მისი მეტოქე მას შემდეგ, რაც რუს მებრძოლთან პრინციპულ ტრილოგიას დაასრულებს.

ქართველი მებრძოლის თქმით, ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მეტა-რეიტინგის მეორე ნომერთან, ჩინელ სონგ იადონგთან შეხვედრას გეგმავს, რომელთანაც აქამდე ოქტაგონი არ გაუყვია.

„პირველ რიგში, იანთან ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული და ამ ბრძოლის მოგება მინდა. ჩემთვის მასზე გამარჯვება საჩემპიონო ქამარზე მნიშვნელოვანია. ქამარი ავტომატურად მოჰყვება. რა თქმა უნდა, მისი ფლობა სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის ეს მთავარი არ არის. უბრალოდ მინდა დავამარცხო საუკეთესო მებრძოლი, როგორიც პიოტრ იანია. ამ შემთხვევაში, მე კვლავ ჩემპიონი გავხდები და ეს ძალიან მაგარი იქნება. უბრალოდ შესანიშნავი.

თუ გავიმარჯვებ, შემდეგი სონგ იადონგი იქნება. იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთთან ჯერ არ გვიჩხუბია, ის საშიშია და ყველამ იცის, რომ მას ნოკაუტირების ძალა აქვს. თუ პიოტრ იანი გაიმარჯვებს, მაშინ შემდეგი პრეტენდენტი შონ ომალი იქნება, რადგან მათ თავისი ისტორია აქვთ. ამჯერად ყველაფერი მარტივია და წინასწარაა ცნობილი, ვინ იქნება თითოეული ჩვენგანის შემდეგი მეტოქე, და ვფიქრობ, სონგ იადონგმა მზადება უკვე უნდა დაიწყოს“,

- განაცხადა დვალიშვილმა გამოცემა MMA Junkie-სთან ინტერვიუში.

სატიტულო ბრძოლას პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს შორის UFC 333-ის ტურნირის მეორე მთავარი მოვლენის სტატუსი აქვს, რომელიც ერთ კვირაში აბუ-დაბიში გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები