მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„პირველი ბრძოლის წინ იანი მართლა სძულდა“ | როგორი მერაბის ნახვა სურს კრის უაიდმენს

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და დიდების დარბაზის წევრმა, კრის უაიდმენმა, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიაზე ისაუბრა. უაიდმენმა სურვილი გამოთქვა, რომ „მანქანა“ მესამე ჩხუბში ისეთივე გაბრაზებული და აგრესიული იყოს, როგორიც იანთან პირველი დაპირისპირებისას იყო.

„მგონია, რომ მათი პირველი ორთაბრძოლის წინ მერაბს პიოტრი მართლა სძულდა. ის მას უყურებდა, როგორც რუს მტერს. მერაბი რუსეთისა და საქართველოს საზღვარსა და ქვეყნებს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე ლაპარაკობდა. დვალიშვილმა ის ბრძოლა გულთან ახლოს მიიტანა და იანის განადგურება მოინდომა.

მეორე ორთაბრძოლისას მერაბი ასეთი აღარ ყოფილა. მინდა ვნახო ის დვალიშვილი, რომელსაც იანის მიმართ ზიზღი აქვს და მას ვერ იტანს. პირველ ჩხუბში მას იანის მოკვლა სურდა და სწორედ ასეთი მერაბის ნახვა მინდა“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა პირველი ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო, მეორე ჩხუბში კი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მათი მესამე დაპირისპირება 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სუპერკომპიუტერის პროგნოზი | პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია
    სუპერკომპიუტერის პროგნოზი | პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია