„ეს ჩვენი კლუბისთვის ისტორიული მომენტია“ - კორღალიძე კონფერენს ლიგის წინ
„იბერია 1999“-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ კონფერენს ლიგაზე სადებიუტო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„იბერია“ მესამედ ჩავიბარე. კარგად ვიცნობ კლუბს, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედით. გვინდა, ზედიზედ მესამედ გავხდეთ ქვეყნის ჩემპიონები. სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, ამიტომ წინ ბევრი სამუშაოა. თუმცა ასევე გვინდა, ევროპაში ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი.
მთელი საქართველოს ღირსებას ვიცავთ. ყველგან მესმის, რომ „სინტ-ტრუიდენი“ ფავორიტია, მაგრამ ეს ჩვენი კლუბისთვის ისტორიული მომენტია, ასეთ დროს კი ყველაფერია შესაძლებელი.
ითამაშებს თუ არა ანდრია ბართიშვილი? გუნდთან ერთად ვარჯიში მან მხოლოდ ერთი კვირის წინ დაიწყო, ამიტომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უშუალოდ მატჩის წინ მივიღებთ“.
ცნობისთვის, „სინტ ტრუიდენისა“ და „იბერია 1999“-ის მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს