იბერია 1999
Aa
Aa

„მზად ვართ, ხვალ რაღაც ლამაზი შევქმნათ“ | ფრანგი ფეხბურთელი იბერია 1999-ზე

„იბერია 1999“ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის პირველ შეხვედრას ბელგიაში, „სენტ-ტრუიდენთან“ გამართავს. მატჩის წინ ბელგიური კლუბის ნახევარმცველმა, რაიან მერლენმა, მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „იბერია 1999“-ს სათანადოდ აფასებს.

„ხვალინდელ შეხვედრას კარგი განწყობით ვხვდებით. ჩვენთვის ევროპაში ასპარეზობა ადგილობრივი ჩემპიონატისგან განსხვავებულია და 100 პროცენტით მზად ვართ, რათა ხვალ რაღაც ლამაზი შევქმნათ. ვიცით, ეს მატჩი კლუბისთვის და ქალაქისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და გუნდის თითოეულ ფეხბურთელს სურს, გულშემატკივრებს სიამაყის საფუძველი მისცეს.

„იბერია 1999“-ს სათანადოდ ვაფასებთ. ეს არის გუნდი, რომელიც დიდი ხარისხით გამოირჩევა. არის თუ არა აუცილებლად მოსაგები თამაში? არა, რადგან ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და ჩვენი მიზანი ყოველთვის სამი ქულის აღებაა“.

ცნობისთვის, „სენტ-ტრუიდენისა“ და „იბერია 1999“-ის შეხვედრა თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. ბელგიური კლუბი ცუდ ფორმაშია და ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი წააგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ეფექტურად ჩატენა | მამუკელაშვილის 10 ქულა გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ
    ეფექტურად ჩატენა | მამუკელაშვილის 10 ქულა გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ