გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგას მაგარი მატჩი პრესეზონზე - კლივლენდს 14 ქულა ჩაუგდო

NBA-ში რეგულარული სეზონისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება, პრესეზონის მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ - ფლორიდელებმა „კლივლენდი“ 132:116 დაამარცხეს.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 18:30 წუთი გაატარა და 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

გოგას გამორჩეული მომენტები

მატჩის MVP 24 ქულითა და 8 მოხსნით „მეჯიქის“ ლიდერი პაოლო ბანკერო გახდა, ფრანც ვაგნერმა 20 ქულა ჩააგდო, ტრისტან და სილვამ კი 18. რაც შეეხება „კავალიერსს“, მელიკ თომასს 16 ქულა ჰქონდა, დონოვან მიტჩელს 15, ევან მობლის კი 14.

პრესეზონის დასკვნით მატჩს „ორლანდო“ „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ 17 ოქტომბერს გამართავს, რეგულარულ სეზონს კი 22 ოქტომბერს „ატლანტასთან“ საშინაო მატჩით გახსნის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ასეთი უნარების მოთამაშე ლეიკერსს დიდი ხანია არ ჰყოლია“ - ამერიკული გამოცემა მამუზე
    „ასეთი უნარების მოთამაშე ლეიკერსს დიდი ხანია არ ჰყოლია“ - ამერიკული გამოცემა მამუზე