თორნიკე კირკიტაძე
Aa
Aa

კირკიტაძის დუბლი - დინამო ბათუმი ისევ გალიდერდა

Crystalbet ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩში ბათუმის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა. სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადასასვლელად ბათუმელებს გამარჯვება სჭირდებოდათ და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ამ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი.

ანგარიში 28-ე წუთზე დმიტრი მანდრიჩენკოს პასით თორნიკე კირკიტაძემ გახსნა. მეორე ტაიმში გორელების შემადგენლობაში მოედანზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შოთა შეყილაძე გამოჩნდა, მოგვიანებით „დილამ“ შეტევის გაძლიერება ზურაბ მუსელიანით და ბადრი გოგობერიშვილით სცადა, თუმცა ბათუმელებმა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს, 81-ე წუთზე კი „დილას“ ფეხბურთელებმა ბურთი საკუთარ საჯარიმოში დაკარგეს, კირკიტაძემ კი დუბლი გაიფორმა.

 

34 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილი ასე გამოიყურება: დინამო ბთ - 65 ქულა, იბერია 1999 – 63 ქულა, დინამო თბ - 62 ქულა, რუსთავი - 59 ქულა.

მომდევნო ტურში „იბერია 1999“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, თბილისის „დინამო“ კი „მეშახტეს“ ესტუმრება. რაც შეეხება დასკვნით ტურს, თბილისის „დინამო“ „სამგურალს“ მიიღებს, „იბერია 1999“ – „რუსთავს“, ხოლო ბათუმელები ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ვაწაძის გამარჯვების გოლი - თბილისის დინამომ გაგრა დაამარცხა
    ვაწაძის გამარჯვების გოლი - თბილისის დინამომ გაგრა დაამარცხა