ხოსე ბორდალასი, იბერია 1999
Aa
Aa

„მძიმე მარცხი, რთული მომენტი“ | რა თქვა ბორდალასმა იბერია 1999-თან წაგებაზე

უეფას კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში „იბერია 1999“-მა ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა. ლევან კორღალიძის გუნდმა „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი გიორგი ქობულაძეა.

„ხეტაფეს“ მთავარ მწვრთნელს, ხოსე ბორდალასს, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია არ გაუმართავს. მისი კომენტარი ესპანურ პრესაში გავრცელდა და მადრიდელთა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი საქართველოში მოსაგებად იყო ჩამოსული.

„მძიმე მარცხი და რთული მომენტია. ჩემი გუნდი საქართველოში მოსაგებად იყო ჩასული, რადგან გამარჯვება გვჭირდებოდა, თუმცა სამი ქულა ვერ ავიღეთ. ჩვენი შანსები აქ გამარჯვებაზე იყო დამოკიდებული და ახლა პრაქტიკულად უშანსოდ ვართ.

არ შეიძლება, ამდენი იმედგაცრუება დავაგროვოთ — უკვე ძალიან ბევრია. ჩემი გუნდები ყოველთვის ადვილად საცნობი იყვნენ, ახლა კი სრულიად საპირისპირო რამ ხდება. ეს გუნდი საერთოდ არ ჰგავს იმათ, ვინც გამიწვრთნია“.

ცნობისთვის, ოთხი ტურის შემდეგ „იბერია 1999“-ს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის 24-ე პოზიციას იკავებს. თბილისური კლუბი მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს გამართავს და „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მერაბმა ეს დაიმსახურა“ - ლუნა დვალიშვილი-ნურმაგომედოვის კონფლიქტზე
    „მერაბმა ეს დაიმსახურა“ - ლუნა დვალიშვილი-ნურმაგომედოვის კონფლიქტზე