თორნიკე შენგელია, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

„სიგიჟე იყო, არც კი ვიცი, შენგელიაზე რა ვთქვა“ | ალექსანდარ ჯიკიჩის კომენტარი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. სერბმა სპეციალისტმა საბერძნეთთან ოვერტაიმში მოგებულ შეხვედრაზე ისაუბრა — 92:88.

„სიგიჟე თამაში იყო. მოვიგეთ შეხვედრა, რომელშიც მეტოქემ ჩვენს ფარზე ბურთი 24-ჯერ მოხსნა. გარდა ამისა, 20 დაკარგვა გვქონდა, რომელთა უმრავლესობაც იძულებითი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, გადავრჩით და ოვერტაიმამდე მივედით. იქაც გადავრჩით. სრული სიგიჟე იყო.

რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. გვაქვს პროტოკოლი, რომლის დახმარებითაც მას ვასვენებ: ტაიმ-აუტები, ჩელენჯები, ჯარიმები. მან გუშინ საღამოს ითამაშა, დილის ოთხზე სასტუმროში იყო და დღეს პარკეტზე 44 წუთი გაატარა. სათადარიგოთა სკამზეც კი იმიტომ დაჯდა, რომ იდაყვის პრობლემა ჰქონდა.

შენგელიას ყოველთვის ვეუბნები, რომ დაისვენოს, ის კი მპასუხობს, რომ ყველაფერი კარგადაა. მატჩი 25 ქულით დაასრულა, სიგიჟეა და არ ვიცი, რა ვთქვა. ჩემი საქმიანობა მარტივია, რადგან ასეთ კალათბურთელს ვწვრთნი. ჩემი მოთამაშეების ცხოვრება მარტივია, რადგან ასეთი კაპიტანი ჰყავთ. შენგელია ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კალათბურთელია, იმედია, ყველაფერი კარგად ექნება.

ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს გუნდს უჭერდა მხარს. მადლობა, რომ აქ მოვიდნენ — ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ტრიბუნებზე ერთი დროშაც რომ დავინახოთ, ბედნიერები ვართ. რაც შეეხება პორტუგალიას, ეს საერთოდ სხვა თამაშია, რომლისთვისაც უნდა მოვემზადოთ“.

შეგახსენებთ, რომ ჯიკიჩს პრესკონფერენციაზე დუდა სანაძე ახლდა, რომელმაც განაცხადა, რომ დუბაიდან ათენში გამგზავრებისას შენგელიას ბებია გარდაეცვალა. მიუხედავად ამისა, კაპიტანმა ითამაშა, 25 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა და ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ისტორიული 3 ქულა - იბერია 1999-მა ხეტაფე დაამარცხა
    ისტორიული 3 ქულა - იბერია 1999-მა ხეტაფე დაამარცხა