„ჩხუბი ძალიან ცუდია, მაგრამ...“ - სნაიდერმა უსმანი-მერაბის ჩხუბზე ისაუბრა
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოჭიდავემ, კაილ სნაიდერმა მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის აბუ-დაბიში მომხდარ ჩხუბზე ისაუბრა. ჩხუბის შემდეგ, გაჩნდა მოსაზრება, რომ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ამავე ორგანიზაციის მებრძოლებს სხვა პრომოუშენებში ჩხუბი უნდა აუკრძალოს, ამასთან დაკავშირებით კი სნაიდერი ამბობს, რომ RAF-ს ე.წ. „ქროსოვერი“ საციცოცხლოდ სჭირდება.
კაილ სნაიდერი:
„ვფიქრობ, „ქროსოვერ“ მებრძოლები - სხვა სახეობებიდან მოწვეული სპორტსმენები - ნამდვილად გვჭირდება. ისინი გულშემატკივრებისთვის ტურნირებს ძალიან სანახაობრივს ხდიან: ხალხი ინტერესდება, რთავს ტრანსლაციას და უყურებს.
ვფიქრობ, ამის დიდი ნაწილი იმის დამსახურებაა, რომ გვყავს ხამზატ ჩიმაევი, არმან ცარუკიანი, მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, ასევე გვყავს ერთი ქართველი ბიჭი, საბა, ხომ გესმით, რომელსაც ახლა უკვე მილიონი გამომწერი ჰყავს. გვყავს იოელ რომერო, მალე პეტისიც იასპარეზებს, ბენ ასკრენიც - ხომ ხვდებით? ეს ის სახელებია, ვისი ასპარეზობის ყურებაც ხალხს აინტერესებს.
რა თქმა უნდა, არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ ჩხუბი კარგია. არავის სურს იმის ნახვა, თუ როგორ ჩხუბობს ხალხი ასე, განსაკუთრებით აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში - ეს ნამდვილად არ არის კარგი. მაგრამ რაც შეეხება ამ ბიჭების შეჯიბრებებზე გამოსვლას, სწორედ ეს გვჭირდება. დარბაზში ჩვენი შეხვედრების შემდეგ მერაბსაც კი ველაპარაკე და ის უბრალოდ უზომოდ ბედნიერი იყო იმით, რაც ახლა ჭიდაობაში ხდება, ხომ გესმით? მეც ვუთხარი: „გააგრძელე ჭიდაობა, ძმაო. გვჭირდება, რომ ჭიდაობა გააგრძელო. ყველამ უნდა გააგრძელოს ჭიდაობა.
მაგალითად, იურაია ფეიბერის გამოსვლა და ასპარეზობა უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს ამ სპორტის მიმართ და ვფიქრობ, ეს განვითარებაში გვეხმარება. აბუ-დაბიში ტრიბუნებზე თითქმის 10 000 ადამიანი გვყავდა, მათთან ხუთწლიანი კონტრაქტიც გაფორმდა და, როგორც ჩანს, სადაც არ უნდა ჩავიდნენ, სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი იკრიბება.
ასე რომ, ვფიქრობ, ეს მხოლოდ გაზრდის მაყურებელთა რაოდენობასა და სპორტისადმი სიყვარულს. ხოლო რაც შეეხება ტრადიციული ჭიდაობის ქომაგებს, ვფიქრობ, სულ უფრო მეტი ბავშვი შემოვა ამ სპორტში, რადგან დაინახავენ, რომ შეუძლიათ ასეთ დონეზე იასპარეზონ და მსგავსი ჩემპიონების გვერდით იყვნენ. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ, ეს შესანიშნავია.
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგოდოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის ჩხუბი 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს