თორნიკე გიგაური, საბა საბაშვილი, ლუკა ომანაძე
Aa
Aa

განაღდებული ბრინჯაო და კიდევ ერთი მედლის შანსი - ჯუნიორთა მსოფლიო პირველობა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სტარტი აიღო ჯუნიორ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც იღებს.

ტურნირის პირველ დღეს მედლები -60 და -66 კგ. წონით კატეგორიებში თამაშდება და საქართველოს ნაკრებმა პირველივე დღეს უკვე გაინაღდა ერთი ბრინჯაოს მედალი. -66 კგ. წონით კატეგორიაში, მესამე ადგილისთვის თორნიკე გიგაური და საბა საბაშვილი ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ. -60 კგ. წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ლუკა ომანაძე ეცდება, ვისი მეტოქეც ეგვიპტელი იასინ საბრაჰი იქნება.

ომანაძემ პირველ წრეში ინდოელ ჯუდოკას მოუგო, 1/8 ფინალში აზერბაიჯანელ აიხან მირზაზადას სძლია, მეოთხედფინალში კი ტაჯიკ ლოიქ კუდბუდინოვთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ვინისიუს ოლივეირას დამარცხებით ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიიღო.

რაც შეეხება -66 კგ. წონით კატეგორიას, თორნიკე გიგაურმა პირველ წრეში მექსიკელ ძიუდოისტთან გაიმარჯვა, 1/8 ფინალში ეგვიპტელ მოსტაფა ჰამადას მოუგო, მეოთხედინალი კი აზერბაიჯანელ მაჰამად მუსაიევთან დათმო და რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება მიიღო, სადაც ტაიჯიკი იოსინ ბობოკალონოვი დაამარცხა.

საბა საბაშვილმა კი ასპარეზობა იაპონელი შუნტარო ფუკუჩის დამარცხებით დაიწყო. შემდეგ ეტაპზე ყირგიზ ადის ოროზმამატოვს მოუგო, 1/4 ფინალში რუსი ისლამ სულტიგოვი დაამარცხა და სამწუხაროდ, ნახევარფინალში ისრაელელ ტომ სიმხაევთან დამატებით დროში, იუკოთი დამარცხდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატი - ცნობილია საქართველოს შემადგენლობა
    ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატი - ცნობილია საქართველოს შემადგენლობა