გიორგი ლოლაძე
Aa
Aa

ოქროს მედალი ზაგრებიდან - გიორგი ლოლაძის ტრიუმფი

გიორგი ლოლაძემ ზაგრების გრან პრიზე საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ირლანდიელი ჯოშუა გრინი დამატებით დროში, იუკოთი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ხორვატიაში მიმდინარე შეჯიბრებაზე ძირითადად ახალგაზრდული შემადგენლობით ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირზე გამოსვლა ლატვიელ ანტონიო დე ანჯელისთან იპონით გამარჯვებით დაიწყო. შემდეგ ბრაზილიელ ჯეფერსონ სანტოს ჟუნიორს იუკოთი აჯობა, იგივე შედეგით დაამარცხა ისრაელის წარმომადგენელი იეონათან ელბაზი, მეოთხედფინალში კი კანადელი ჯასტინ ლემირი იპონით ჩამოიშორა.

ნახევარფინალში ლოლაძის მეტოქე კოსოვოელი აკილ ჯაკოვა იყო. ქართველმა მასაც იპონით მოუგო და ფინალში გავიდა,

ცნობისთვის, ზაგრების გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს სახელით კიდევ სამი ძიუდოისტი იჭიდავებს: ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ), თორნიკე ფოლადიშვილი (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „იქნებოდა ჩხუბი, ეს რომ არ მომხდარიყო“ - ომალის საინტერესო შეკითხვა
    „იქნებოდა ჩხუბი, ეს რომ არ მომხდარიყო“ - ომალის საინტერესო შეკითხვა