მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„იქნებოდა ჩხუბი, ეს რომ არ მომხდარიყო“ - ომალის საინტერესო შეკითხვა

შონ ომალი მერაბ დვალიშვილის მიმართ კარგი დამოკიდებულებითა და დიდი სიმპათიებით არასოდეს გამოირჩეოდა, თუმცა ახლა, როდესაც ქართველ „მანქანას“ უსმან ნურმაგომედოვი და მისი დაჯგუფების წევრები სამარცხვინოდ მოექცნენ, „შუგამ“ თავის Youtube-არხზე მერაბს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა და შეფასების გაკეთების დროს, ერთი რიტორიკული შეკითხვაც დასვა.

შონ ომალი

არ ვიცი, უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გეგმავდა, თუ უბრალოდ ერთი დარტყმა სურდა. თუმცა, იცით რა მაინტერესებს, მხოლოდ ხელის დარტყმა რომ ყოფილიყო მისი სურვილი, რა ეგონა უსმანს? მერაბი საუბარს დაუწყებდა და ასე შეეცდებოდა ყველაფრის მოგვარებას? ეს ხომ სასაცილოა. მე კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, რომელზეც პასუხი ალბათ არავის ექნებოდა. მივიდოდა თუ არა საქმე ასეთ მასშტაბურ ჩხუბამდე უსმანის მეგობარს ტაგირ ულანბეკოვს მერაბისთვის ფეხი რომ ჩაერტყა?

ცნობისათვის, უსმან ნურმაგედოვი, მისი ძმა უმარ ნურმაგომედოვი, ასევე ყველა მათი თანაგუნდელები, რომლებიც ჩხუბის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, დაპატიმრებულნი არიან და 6-თვიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ. პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მათ დეპორტირებას გაუკეთებენ და აბუ-დაბიში ჩასვლა სამუდამოდ ექნებათ აკრძალული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს რა მაგარი კაცი გყოლია“ | პირველი კადრები მერაბისა და საბას გათავისუფლების შემდეგ
    „ეს რა მაგარი კაცი გყოლია“ | პირველი კადრები მერაბისა და საბას გათავისუფლების შემდეგ