კონფლიქტი ზურგიდან მიპარვით არ უნდა წყდებოდეს | ლობოვმა უსმანი გააკრიტიკა
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და კონორ მაკგრეგორის ყოფილმა თანაგუნდელმა, არტემ ლობოვმა უსმან ნურმაგომედოვის გუნდი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, კონფლიქტი ერთი ერთზე უნდა გადაწყდეს და არა საჯაროდ, კამერების წინ. მით უმეტეს მიუღებელია ზურგიდან მოულოდნელად მიპარვა და ცემა.
„გასაგებია, რომ კონფლიქტები ხდება, ეს ყველას ცხოვრებაში ხდება, ცხოვრების ნაწილია, მაგრამ კონფლიქტები ერთი ერთზე და კამერების გარეშე უნდა გადაწყდეს. გამოვიდნენ და ყველაფერზე ისაუბრონ. თუ საუბარი არ გამოვიდა და ცოტა მუშტების ქნევაცაა საჭირო – ესეც დასაშვებია.
შესაძლოა, მერაბმაც რაღაც თქვა ან გააკეთა, რაც მათ არ მოეწონათ, მაგრამ ყველაფერი პირისპირ უნდა ხდებოდეს და არა ხალხისა და კამერის წინ. მით უმეტეს, ზურგიდან მოულოდნელად მიპარვით — არა. მისწერო: «მოდი, ვილაპარაკოთ, სერიოზული საუბარია».
უნდა ვეცადოთ საერთო ენის გამონახვას და შესაძლოა გამოგვივიდეს. რატომ მოულოდნელად? რატომ ხალხის წინ? რატომ კამერის წინ? არ მესმის. ისე კი კონფლიქტი ცხოვრების ნაწილია“.
ბოლო 48 საათის მანძილზე საქართველოში ყველაზე საამაყო და პოპულარული პიროვნება უდავოდ საბა ლაზიშვილია — 21 წლის მოჭიდავე, რომელიც აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის დროს მერაბ დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა და უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ჩადენილ უღირს საქციელზე სათანადო პასუხი გასცა.
უსმან ნურმაგომედოვის გუნდიდან ორ წევრს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გარდა ამისა, უსმანის გუნდის წევრები 50 000 დირჰემით (დაახლოებით 13 000 აშშ დოლარით) დაჯარიმდნენ და პატიმრობის დასრულების შემდეგ მათი დეპორტაცია განხორციელდება.
მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი მხოლოდ 50 000 დირჰემით (დაახლოებით 13 000 აშშ დოლარით) დაჯარიმდნენ. აღნიშნულ თანხას ორგანიზაცია RAF-ი გადაიხდის.
ინფორმაცია მერაბ დვალიშვილის გუნდის წევრმა დაგვიდასტურა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს