„საქართველო ერთობა და ოჯახია“ | ილიას მხარდაჭერა მერაბს
ილია თოფურია სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის მხარდაჭერას განაგრძობს. „ელ მატადორი“ საქართველოში იმყოფებოდა და აქ გატარებული პერიოდის ამსახველი ვიდეოები გამოაქვეყნა, რასაც კომენტარი დაურთო.
„საქართველო მხოლოდ მიწა არ არის. საქართველო ერთობაა. ოჯახი, რომელიც ყველაფერს ერთად ზეიმობს და ერთმანეთს იცავს. ეს ყოველთვის ასეა! თუ ერთ-ერთ ჩვენგანს დაუპირისპირდები, ე.ი. ყველას გვიპირისპირდები“.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ილიამ დვალიშვილს მხარდაჭერა ინციდენტიდან მალევე გამოუცხადა. „ელ მატადორის“ თქმით, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები ლაჩრები არიან, რომლებთანაც ღირსებასა და თავმდაბლობას საერთო არაფერი აქვს.
რაც შეეხება მერაბს, არიელ ჰელვანის ინფორმაციით, ის და საბა ლაზიშვილი, რომელიც უსმანთან დაპირისპირებისას მას თან ახლდა, დაკავებული არიან. „მანქანამ“ RAF-ზე მარლონ მორაესის წინააღმდეგ უნდა იჭიდავოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეს შეხვედრა გაიმართება თუ არა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს