„უსმანი ძალიან მაგარი ტიპია და გამიკვირდა, რომ...“ - UFC-ის ლეგენდა აბუ-დაბის ინციდენტზე
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა უსმან ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირებაზე ისაუბრა. როგორც ვეტერანი მებრძოლისგან ვიგებთ, ინციდენტის დროს ისიც აბუ-დაბიში, იმავე სასტუმროში იმყოფებოდა და ინტერვიუს წერდა.
რას ამბობს სონენი:
„როცა ეს ამბავი მოხდა, ტიკტოკზე რაილისთან ინტერვიუს ვწერდი. მან მკითხა: „ჩეილ, ეს ნახე?“ არადა, ყველაფერი ზუსტად ქვედა სართულზე მოხდა. მე არ დამინახავს, არც კი ვიცოდი ამის შესახებ. მან ვიდეო მანახა და იქ საშინელი სიტუაცია დამხვდა. უსმანს ვიცნობ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის მართლა ძალიან მაგარი ტიპია. ვიცი, როცა ჩემგან ეს გესმით, იტყვით: „ჩეილ, ამ საქმეში არასწორ მხარეს ხარ“. არა, არა, არავის მხარეს არ ვიჭერ. გეუბნებით, რომ უსმანი რამდენიმე უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვა, თორემ მართლა კარგი ახალგაზრდა ბიჭია. ეს სიმართლეა, რაც მოხდა კი ძალიან ცუდი. ის მერაბთან მიდის, თან ბევრი ბიჭი ახლავს. ჩხუბი იწყება - ეს არ არის უბრალოდ შეხლა-შემოხლა ან კამათი, ისინი ნამდვილ ჩხუბს იწყებენ. მერაბი სისხლიანია. უბრალოდ გაოგნებული ვარ იმ კადრებით, რომელიც ვიხილე“.
შეგახსენებთ, რომ ხაბიბის ბიძაშვილი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის საბა ლაზიშვილს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში დაესხნენ თავს. ქართველი „მაქნანა“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში RAF-ში გასამართი საჭიდაო შეხვედრისთვის ემზადებოდა, რომელიც მიმდინარე კვირის უქმეებზე უნდა ჩაეტარებინა. ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა მარლონ მორაესისა და მერაბის საჭიდაო დაპირისპირება.
კომენტარები 1
Erti shen xar kai tipi da meore eg siri