„კვარამ ყველას გზა გაგვიხსნა, ის ჩვენი კერპია“ - კვერნაძემ ხვიჩაზე ისაუბრა
„ფროზინონეს“ ქართველმა შემტევმა, გიორგი კვერნაძემ Cronache di Spogliatoio-ს ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა თემას შეეხო, მათ შორის რამდენიმე ძალიან საინტერესო საკითხს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება.
გიორგი კვერნაძე:
„ხვიჩა „ფროზინონეს“ თამაშებს უყურებს. ჩემთვის მისნაირი ფეხბურთელი სტიმულია, ის არის იმის დასტური, რომ შეგიძლია აქ სრულიად უცნობი ჩამოხვიდე, სკუდეტო მოიგო და შემდეგ პსჟ-ში გადახვიდე.
ჩვენთვის ის კერპია: სპალეტის „ნაპოლის“ იმ წლის ყველა მატჩს ვუყურე, 18 წლის ვიყავი და სკუდეტოს აღსანიშნავად ქუჩაში გამოვედით. იმ სეზონის თითოეული თამაში მახსოვს. ვცდილობდი შემესწავლა მისი მოძრაობები, მისი გადაწყვეტილებები, მისი თამაში. კვარაცხელიამ კარი გაგვიღო, გუნდებმა ჩვენი ქვეყნის აღმოჩენა და ჩვენი ფეხბურთელების ნდობა დაიწყეს. ჩვენ ორს შორის განსაკუთრებული კავშირი გაჩნდა. ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
როდესაც ორი წლის წინ ტრავმა მივიღე, მან თავის პირად ფიზიოთერაპევტთან დამაკავშირა. ახლა ის ყოველთვის გვიყურებს, მითხრა, რომ არ ელოდა, თუ ასე დავიწყებდით, მაგრამ, მეორე მხრივ, ვინ მოელოდა ამას? ფეხბურთში გუნდის სახელი არ იგებს. იგებს ის, ვისაც ეს უფრო მეტად უნდა. ახლა ჩემი ჯერია, კვარას ტრავმის დროს გვერდში დავუდგე. ჩვენთვის ის სიმბოლოა, 4 მილიონამდე ადამიანისგან შემდგარი ქვეყანა ვართ და ფეხბურთს ყველა ადევნებს თვალს. ჩვენ ვთამაშობთ ჩვენი დროშისთვის და გვსურს, ის მთელ მსოფლიოში ცნობილი გავხადოთ, საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიტანოთ. კალაძე პირველი იყო, კვარა - მეორე: ახლა ჩვენი ჯერია“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს