გიორგი კვერნაძე, ვინჩენცო ვივარინი
Aa
Aa

„განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს“ - ფროზინონეს ყოფილმა მწვრთნელმა კვერნაძეზე ისაუბრა

„ფროზინონეს“ ყოფილმა მწვრთნელმა, ვინჩენცო ვივარინიმ გიორგი კვერნაძის შესახებ ისაუბრა და მისი „რომაში“ შესაძლო ტრანსფერიც განიხილა. ვივარინიმ აღნიშნა, რომ ქართველი შემტევი „ჯალოროსის“ მწვრთნელის, გასპერინის ფილოსოფიას იდეალურად მოერგება.

კვერნაძე? გაგიკვირდათ მისი ასეთი გარღვევა?

„ჩვენ გვჭირდებოდა სწრაფი, გამძლე გარემარბი, რომელსაც კარგი ფიზიკური მონაცემები ექნებოდა. ანჯელოზი მას წინა წლიდან იცნობდა, სცადა მისი გამოსყიდვა და გუნდში დატოვება. სერია A-ში მისი ასეთი თამაში არ გამკვირვებია. მან თავიდანვე გამაოცა თავისი მიზანდასახულობითა და სისწრაფით. სხვებზე უკეთესი სასტარტო სისწრაფე ჰქონდა და გამბედაობისა და ხასიათის კუთხით ნამდვილად გაიზარდა. უფრო თავდაჯერებული გახდა და საკუთარ ყველა თვისებას იყენებს“.

იდეალურად მოერგება გასპერინის ფეხბურთს?

„ალვინისთან ის ბევრს მუშაობს სწრაფ კონტრშეტევებსა და ვერტიკალურ თამაშზე, ქმნის უამრავ სივრცეს, რომლის გამოყენებაც თავდამსხმელებს შეუძლიათ. გასპერინისთან მან შეიძლება სრული აღიარება მოიპოვოს, უბურთოდ თამაშის ფაზაში ის ალვინის მსგავსად მუშაობს და პირიქით, ანუ თამაშობენ პერსონალურად - კაცი კაცზე, შემდეგ, შეტევის განვითარების ფაზაში, შესაძლოა, „რომა“ ცოტა უფრო მეტს კომბინირებს, ვიდრე „ფროზინონე“, მაგრამ კვერნაძეს ჯერ კიდევ აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი ვიწრო სივრცეებსა და მოკლე პასებში. ვფიქრობ, სერია A-ს დიდ გუნდებშიც შეუძლია კარგად თამაში“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კვარამ რონალდუს აჯობა, მაგრამ... | 2026 წლის მსოფლიო ნაკრები ცნობილია
    კვარამ რონალდუს აჯობა, მაგრამ... | 2026 წლის მსოფლიო ნაკრები ცნობილია