სტივენ ჯერარდი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„19 წლის მესი და რონალდუ ასეთი ძლიერები არ იყვნენ“ - ჯერარდი იამალზე

„ლივერპულისა“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, სტივენ ჯერარდმა „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი შეაქო.

„პირველად ვუყურე მის თამაშს ტრიბუნიდან და ძალიან მომეწონა, თუ როგორ იზიდავს ის მცველებს, როგორი სისწრაფით მოქმედებს მცველთან პირისპირ ყოფნისას და როგორ მონაწილეობს კომბინაციებში. ეს ძალიან შთამბეჭდავია.

როცა იამალი ბურთს საჯარიმოში იღებს... როგორც წესი, 18-19 წლის ფეხბურთელები მნიშვნელოვან მატჩებში ასე ცივსისხლიანად ვერ მოქმედებენ, თუმცა იამალის შემთხვევაში ყველაფერი მაშინვე ნათელი გახდა.

ვფიქრობ, მას შეუძლია იმ ორი ფეხბურთელის დონეს მიაღწიოს, რომელთა წინააღმდეგაც მე მითამაშია - საუბარია ლიონელ მესისა და კრიშტიანულ რონალდუზე. მათგან, ვისი თამაშიც მინახავს, მხოლოდ იამალს შეუძლია ამ დონეს მიაღწიოს, იმ შემთხვევაში თუ პროგრესს გააგრძელებს და წარმატების წყურვილს შეინარჩუნებს.

19 წლის ფეხბურთელის ასეთი თამაში მე ჯერ არ მინახავს. მითამაშია ახალგაზრდა რონალდუსა და მესის წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ ის უფრო ძლიერია, ვიდრე ისინი 19 წლის ასაკში იყვნენ.

შეინარჩუნებს თუ არა ის ასეთ სტაბილურობას და შედეგიანობას? ვნახოთ. გახდება თუ არა კლასიკური ცენტრფორვარდი, რომელიც მესისა და რონალდუს შედეგიანობას გაიმეორებს? ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ამ ასაკში მესი და რონალდუ იამალზე ძლიერები არ იყვნენ“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში იამალმა 16 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ახალი იდეა მწიფდება - იამალი ფლანგიდან ცენტრში? ფლიკი გუარდიოლას გზაზე
    ახალი იდეა მწიფდება - იამალი ფლანგიდან ცენტრში? ფლიკი გუარდიოლას გზაზე