ვინისიუს ჟუნიორი, მარკ კუკურელია, იან დიომანდე
Aa
Aa

კუკურეია: არ ვფიქრობ, რომ დიომანდე დაცვაში ვინიზე უკეთ მეხმარება

„რეალის“ მცველი, მარკ კუკურეია არ მიიჩნევს, რომ იან დიომანდე მას დაცვაში უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე ვინიციუს ჟუნიორი.

მიმდინარე სეზონში დიომანდემ ვინისიუსზე ბევრად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. კოტ დ’ივუარელი შემტევი ბევრად უფრო გუნდური მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა არა კუკურეიას აზრით.

„არ ვფიქრობ, რომ ის უფრო მეტად მეხმარება, ვფიქრობ, რომ მასზე ყურადღებას უფრო მეტად ამახვილებენ. დიომანდე უკან ხშირად ჩამოდის და ამაზე ყველგან წერენ. ვინისიუსი უკან ბრუნდება სამ ეპიზოდში და არ ბრუნდება ერთში... და ყველანი სწორედ იმ ერთ ეპიზოდზე ლაპარაკობენ, როცა ის უკან არ ჩამოვიდა.

ვინის თამაშში სამი გოლი რომ გაჰქონდეს, არავინ არაფერს იტყოდა... ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის თავის საუკეთესო ფორმას დაუბრუნდეს, რადგან თუ ის ოპტიმალურ კონდიციებშია, შესანიშნავი გუნდი გვყავს“,

- განაცხადა კუკურეიამ El Partidazo de COPE-ს ეთერში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები