„სასოწარკვეთილების ჟესტი, უპირატესობის აღიარება, ინგლისთან მატჩის ეიფორია“ - ვალდანო ფინალზე
„რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა და მწვრთნელმა, ხორხე ვალდანომ ინგლისის ნაკრებთან ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, არგენტინელთა მდგომარეობაზე ისაუბრა.
ვალდანოს თქმით, გუნდი ეიფორიიდან და ემოციური მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა. მესის მიერ პირზე ხელის აფარების გამო კუკურეიას გაძევების მოთხოვნა კი - სასოწარკვეთილი მცდელობა იყო, რომელიც ერთგვარი მარცხის აღიარება იყო.
- გაგვიკვირდათ თუ არა მესის ჟესტი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, როდესაც ის ცდილობდა მიეღწია კუკუrეიას გაძევებისთვის იმის გამო, რაც მას არ გაუკეთებია?
„ეს იყო სასოწარკვეთილების ჟესტი, მეტოქის უპირატესობის აღიარება ფინალში, სადაც გუნდებს შორის სხვაობა გადაჭარბებული იყო იმასთან შედარებით, რასაც შეჩვეულები ვიყავით.
არგენტინას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადალახული ინგლისის წინააღმდეგ წინა მატჩის ფიზიკური და ემოციური ძალისხმევა. მას არ ჰქონდა არც ძალა და არც ის მუხტი, რომელსაც მანამდე აჩვენებდა, ხოლო ესპანეთმა ოსტატურად ჩაატარა მატჩი ყველა თვალსაზრისით: ტექნიკური და მორალური, თუკი ფეხბურთისთვის ეთიკური განზომილების მინიჭება შესაძლებელია. ესპანეთი არცერთ მახეში არ გაბმულა“,
- განაცხადა ვალდანომ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს