მერაბ დვალიშვილი, ბობი გრინი
Aa
Aa

„მერაბმა ჩხუბი არ იცის“ | ქინგ გრინის განმარტება

ქინგ გრინი UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლია, რომელსაც კარიერაში გამართული 56 ჩხუბიდან 36 მოგებული აქვს. გრინმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და პირდაპირ განაცხადა, რომ „მანქანამ“ არ იცის, ჩხუბი რა არის.

„მერაბ დვალიშვილმა ჩხუბი არ იცის. ზუსტად ეს ერთ ტიპს ვუთხარი და მკითხა: „როგორ შეიძლება, UFC-ის ჩემპიონზე თქვა, რომ ჩხუბი არ იცის?“ ჩემი პოზიცია ასეთია: ის ფაქტი, რომ UFC-ის ჩემპიონია, არ ნიშნავს, რომ ნამდვილი მებრძოლია.

ღონისძიებაზე ჩხუბის სანახავად მივდივართ. ვიღაცამ რომ გითხრას, ამ ტიპს ეჩხუბეო, კი არ ეხუტები ან რამე მსგავსი, ეგრევე საქმეზე გადადიხარ. დაარტყით ერთმანეთს! მერაბზე საუბრისას ვგულისხმობ იმას, რომ მათ ჩხუბის ხელოვნება არ უსწავლიათ. იციან, შერეული საბრძოლო ხელოვნებების უმრავლესობა როგორ გამოიყენონ, მაგრამ მთავარი აკლიათ — ნამდვილი ჩხუბი“.

ცნობისთვის, გრინმა ბოლო ორთაბრძოლა UFC 332-ზე გამართა და ესტებან რიბოვიჩს დაუპირისპირდა. „ქინგი“ ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა და პირველივე რაუნდში წააგო. მას კარიერაში 18 მარცხი აქვს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „WhatsApp-ის ჯგუფში მოგვწერა“ | ვიტინიას მხარდაჭერა კვარაცხელიას
    „WhatsApp-ის ჯგუფში მოგვწერა“ | ვიტინიას მხარდაჭერა კვარაცხელიას