გარი ამოსოვთან ბრუნდება - კიდევ ერთი ჯახი ქვესაშუალო წონაში
ბოლო პერიოდში ყველა თანხმდება იმაზე, რომ UFC-ში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ქვესაშუალო დივიზიონია, სადაც ათეულში მყოფი ნებისმიერი მებრძოლების დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს. დივიზიონის ყოფილი ნომერ პირველი კონტენდერი იან მაჩადო გარი ოქტაგონს უბრუნდება და მისი მეტოქე რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რეიტინგის ტოპ-ათეულს მიღმა მყოფი სპორტსმენია.
5 დეკემბერს, საუდის არაბეთის ქარდის თანამთავარი მოვლენა მაჩადო გარისა და იაროსლავ ამოსოვის ხუთრაუნდიანი დაპირისპირება იქნება. ეს უკანასკნელი ამჟამად დივიზიონის მეცამეტე ნომერია, თუმცა გულშემატკივართა უმეტესობა თვლის, რომ უკრაინელი გაცილებით მეტს იმსახურებს და ახლა ბრწყინვალე შანსი მიეცემა, ირლანდიელის დამარცხებით ტოპ-ათეულში შევიდეს. რაც შეეხება გარის, მისთვის ძველი პოზიციების დასაბრუნებლად ამ ბრძოლის მოგება იდეალური შესაძლებლობა იქნება. სხვათა შორის ამავე ქარდზე UFC-ში მეორე ბრძოლას ჩაატარებს ქართველი ლევან ჩოხელი და მისი მეტოქე ისლამ დულატოვი იქნება, ხოლო მთავარ ღონისძიებად ისრაელ ადესანისა და შარაბუტდინ მაგომედოვის ბრძოლაა ჩანიშნული.
ცნობისათვის, იაროსლავ ამოსოვს, რომელიც წარსულში ბრწყინვალე სამბისტი იყო, შერეულ ორთაბრძოლებში კარიერის მანძილზე ჩატარებული 31 ბრძოლიდან 30 მოგებული აქვს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. რაც შეეხება იან გარის, ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე თვის წინ მან ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ბრძოლა ჩაატარა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს