ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ეს ბრძოლა ჯერ კიდევ შეიძლება გახდეს აქტუალური“ - ილია მახაჩევზე

ილია თოფურიას სჯერა, რომ მისი ბრძოლა ისლამ მახაჩევთან კვლავ შეიძლება რეალობად იქცეს.

„რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა ჯერ კიდევ შეიძლება გახდეს აქტუალური. თუ მომდევნო ორთაბრძოლაში გამოვალ, პედის ნოკაუტში გავგზავნი და თავზე ფეხს დავაბიჯებ, ყველანი მაშინვე დაიწყებენ ლაპარაკს: „შეხედეთ, როგორი გამარჯვება მოიპოვა ილიამ, როგორ იყო კონცენტრირებულიო“. ყველაფერი ისევ აქტუალური გახდება. შენ იმით ხარ კარგი, რამდენადაც კარგი იყო შენი ბოლო ბრძოლა“,

- განაცხადა „ელ მატადორმა“ ABC Diario-სთან ინტერვიუში.

ქართველი მებრძოლის თქმით, ის ოქტაგონზე დაბრუნებას მომავალი წლის აპრილიდან გეგმავს, ხოლო პოტენციურ მეტოქეებად ჯასტინ გეიჯის, არმან ცარუკიანსა და პედი პიმბლეტს ხედავს.

მიმდინარე წლის ივნისში, თეთრ სახლთან გამართულ ტურნირზე, თოფურიამ UFC-ის მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა, როდესაც მისმა კუთხემ მეოთხე რაუნდის შემდეგ გეიჯისთან ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები