გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ახალი მეკარე ლივერპულის რადარზე | რას წერს გრემ ბეილი მამარდაზე

„ლივერპულმა“ შესაძლოა, „ასტონ ვილას“ მეკარის, ზიონ სუძუკის გაფორმება სცადოს. ამ ინფორმაციას Teamtalk-ის ავტორიტეტული ჟურნალისტი, გრემ ბეილი ავრცელებს და „წითლების“ სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„როგორც გავიგეთ, ალისონ ბეკერის გრძელვადიანი მომავალი „ენფილდზე“ განხილვის საგანია. „ლივერპული“ ცდილობს, მეკარეების დეპარტამენტთან დაკავშირებით სამომავლო გეგმა შეიმუშაოს.

ალისონის გარდა, „წითლებს“ გიორგი მამარდაშვილი ჰყავთ, მომდევნო სეზონიდან კი მათ რიგებს ლუკა ბრუგმანსი შეუერთდება. თუმცა, ამ მომენტისთვის, მამარდაშვილი ალისონის გრძელვადიან შემცვლელად არ განიხილება. სწორედ ამიტომ, „ლივერპული“ სატრანსფერო ბაზარზე სხვადასხვა კანდიდატის შეფასებას აგრძელებს. სუძუკი ერთ-ერთი გოლკიპერია, რომლის თაობაზეც „ლივერპულმა“ ინფორმაცია გამოითხოვა“, — წერს ბეილი.

Teamtalk-ის მიხედვით, „ლივერპული“ ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც იაპონელ მეკარეს აკვირდება. ცნობილმა გამოცემამ სუძუკი „პარი სენ-ჟერმენს“, „რეალს“, „არსენალს“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემს“ დაუკავშირა, თუმცა ყველაზე აქტიურად „პარი სენ-ჟერმენი“, „რეალი“ და „ლივერპული“ მოქმედებენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ქვეყანა ასე უფრო დაიყოფა, უნდა ვიმოქმედოთ“ - სანიოლი პოლიტიკაში აქტიურობას გეგმავს
    „ქვეყანა ასე უფრო დაიყოფა, უნდა ვიმოქმედოთ“ - სანიოლი პოლიტიკაში აქტიურობას გეგმავს