გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის 21 ქულა | ტენერიფემ 40-ქულიანი უპირატესობით მოიგო

კალათბურთში, ევროქაფის მე-6 ტურში „ტენერიფემ“ შინ რუმინული „კლუჯ ნაპოკა“ ანგარიშით 113:73 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი იყო. 37 წლის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 13 წუთი და 50 წამი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 21 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი შესძინა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა შერმადინის თანაგუნდელმა, ხაიმე ფერნანდესმა ჩააგდო, რომელმაც ქართველ ცენტრს მხოლოდ 1 ქულით აჯობა (22 ქულა). შერმადინის მსგავსად, 21 ქულა ჰქონდა მეტოქე გუნდის კალათბურთელს, მალკოლმ ჰილსაც.

8-გუნდიან ჯგუფში „ტენერიფე“ 6 მატჩიდან 5 გამარჯვებით პირველ ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში, 11 ნოემბერს, გუნდი ლიეტუვის „შიაულიაის“ ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები