მარკის რიდი
Aa
Aa

რიდის შედეგიანი მატჩი - თანაგუნდელებში საუკეთესო იყო

მარკის რიდმა უკანასკნელი სამი სეზონის განმავლობაში სამი კლუბი გამოიცვალა, თუმცა საქართველოს ნაკრების 31 წლის კალათბურთელისთვის რომ ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები უცხოა და ყველგან ახერხებს საკუთარი მაღალი კლასის დემონსტრირებას, ამას წლევანდელი თურქეთის ჩემპიონატიც ადასტურებს, რომლის რიგით მე-6 ტურშიც ამერიკელმა მოთამაშემ კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

„ბაჰჩეშეჰირი“ მიმდინარე ტურნირზე პირველად სტუმრად „ბანდირმასთან“ (88:103) დამარცხდა, თუმცა რიდს ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის, რადგან ის თანაგუნდელებს შორის ყველაზე შედეგიანი იყო. მარკისმა პარკეტზე გატარებულ 26 წუთში 21 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა. მან ოთხიდან ორი სამქულიანი, ათიდან ექვსი ორქულიანი და სამიდან სამივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, 5 მოგებითა და 1 წაგებით „ბაჰჩეშეჰირი“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და „თურქ ტელეკომს“ მხოლოდ ქულების შეფარდებით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას მარკის რიდი და მისი თანაგუნდელები ევროთასზე სტუმრად გერმანიის „ულმთან“ გამართავენ და ეს მატჩი 3 ნოემბერს, თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბითაძის 2 ქულა - ორლანდომ ტორონტოს მოუგო
    ბითაძის 2 ქულა - ორლანდომ ტორონტოს მოუგო