მარკის რიდი
Aa
Aa

რიდი თავის გუნდში საუკეთესო იყო - ბაჰჩეშეჰირმა ბურსასპორს მოუგო

თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში „ბაჰჩეშეჰირი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული გამთამაშებელი მარკის რიდი იცავს, „ბურსასპორს“ ესტუმრა და 90:80 გაიმარჯვა.

მარკის რიდმა პარკეტზე 20:55 წუთი გაატარა და ამ დროში 16 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. რიდმა 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი ოთხივეჯერ ზუსტად ისროლა.

„ბაჰჩეშეჰირის“ რიგებში რიდი ყველაზე შედეგიანი იყო, „ბურსასპორს“ კი 20 ქულით ჯეივონ ფრიმან-ლიბერთიმ ულიდერა.

„ბაჰჩეშეჰირმა“ სუპერლიგაში 4-დან 4 მატჩი მოიგო და მომდევნო ტურში 24 ოქტომბერს „ბეშიქთაშს“ მიიღებს, მანამდე კი 21 ოქტომბერს ევროთასზე „ბოსნას“ ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბითაძის უქულო მატჩი - 3 მოხსნა 5 წუთში
    ბითაძის უქულო მატჩი - 3 მოხსნა 5 წუთში